გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არაბი პრინცისგან გაქცეული პრინცესა ჰაია დიდ ბრიტანეთს თავშესაფარს სთხოვს

31-07-2019

არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრინცესა დიდ ბრიტანეთს თავშესაფარს სთხოვს. პრინცესა ჰაიამ ლონდონის სასამართლოს მიმართა.


მოთხოვნის მოტივად ძალადობრივი ქორწინება და სიცოცხლისათვის შექმნილი საფრთხე დაასახელა. ამასთან, სასამართლოს საგანგებო დაცვის ორდერის გამოწერაც სთხოვა.


ვრცელდება ცნობა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრინცის მეუღლე შვილებზე სრულ მეურვეობასაც ითხოვს. დუბაიდან პრინცესას გაქცევის შესახებ ცნობებს მსოფლიო მედია ავრცელებდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან ქვეყანა შვილებთან ერთად დატოვა და თან $40 მილიონი წაიღო.


წლის დასაწყისში პრინცესა ჰაიამ, გერმანიაში ყოფნისას, თავშესაფარი ბერლინსაც სთხოვა, უარის შემდეგ კი, დიდ ბრიტანეთს მიმართა.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930