31-07-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.
ანალიზის მიხედვით, ზოგადი უნარების ტესტში 80 ქულიდან ყველაზე მაღალი ქულა - 79 ორმა აბიტურიენტმა მე-3 და მე-4 ვარიანტებში მიიღო.
ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 87,1%-მა, შესაბამისად, კონკურსს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 12,9% გამოეთიშა.
ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა (13,73%) ტესტის პირველ ვარიანტში ვერ გადალახა ზღვარი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - გამსვლელი ქულა I და III ვარიანტებში - 22 ქულა, II და IV ვარიანტში კი 24 ქულა იყო.