31-07-2019
პარლამენტარი მერაბ ქვარაია შსს-ს მიერ ნარკომოვაჭრეების დაკავების მორიგ შემთხვევას აფასებს და მბობს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები შთამბეჭდავია.
"ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა შთამბეჭდავია. იგი ცხადად მეტყველებს იმ რეფორმების ხარისხზე და მნიშვნელობაზე, რომელიც შს სამინისტროში მიმდინარეობს. ეს კი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ოპოზიციამ განსაკუთრებულ სამიზნედ წარმატებული უწყების წარმატებული მინისტრი. მისასალმებელია, რომ მიუხედავად დისკრედიტაციის მცდელობისა, რასაც ოპოზიციისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგს და საზოგადოებრივ ინტერესებს", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.