გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი „შინდისი“ იქნება

31-07-2019

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი „შინდისი“ იქნება.


„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი ხუთი ქართული ფილმი იყო წარდგენილი: ნინო ჟვანიას „აღლუმი“; მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“; დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“; დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“.


გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო. კომისიის წევრები არიან: გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი; ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი; ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”; სულხან თურმანიძე – პროდიუსერი; ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი; ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი; სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი; გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი; არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი; თემურ ჩხეიძე – რეჟისორი; ნატა მურვანიძე – მსახიობი.


გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „ოსკარის“ კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.


2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ მხატვრული ფილმი გადაიღო. პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. ფილმი სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის. ფილმის პრემიერა 2018 წლის აგვისტოში ომიდან 10 წლისთავზე შედგა.





https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930