გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ადვოკატი: სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს 19 კგ-მდე მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰქონდა

31-07-2019

დიდი ოდენობით მარიხუანის საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქის, ვილიამ ჯოჰნესის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 19 კილომდე მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰქონდა.


ირაკლი ესიავას თქმით, 18 კგ და 400 გრამი მშრალი მარიხუანა აფრიკის მოქალაქის მიერ იყო მოყვანილი და ვილიამ ჯოჰნესი საქართველოში ტურისტული მიზნით მოდიოდა.


ადვოკატისვე თქმით, ბრალდებულმა არ იცოდა საქართველოში რამდენ ხანს დარჩებოდა და ამიტომ წამოიღო დიდი რაოდენობით მარიხუანა.


„ის არის უბრალოდ ტურისტი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში. არ იცოდა რამდენი ხნით დარჩებოდა. ეს არის მისი გაზრდილი მარიხუანა, რომელსაც თვითონ მოიხმარს. როგორც ამბობს, იცოდა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა და შესაბამისად, წამოიღო. აქ არის 18 კგ და 400 გრამი. მან არ იცოდა საქართველოში რამდენი ხნით დარჩებოდა“, - განაცხადა ირაკლი ესიავამ.


საქართველოში 19 კილოგრამამდე მარიხუანის შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე 27 ივლისს დააკავეს. ის სამხრეთ აფრიკიდან ტრანზიტული ფრენით მოდიოდა. ჯერ დუბაის აეროპორტში დაეშვა, შემდეგ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა.


19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება თბილისში ჩამოფრენისას მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს. სასაზღვრო კონტროლის დროს, მარიხუანას ძაღლების მეშვეობით მიაკვლიეს.


41 წლის სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ბრალი უკვე წარედგინა და ორთვიანი პატიმრობაც მიესაჯა.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930