31-07-2019
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, თეონა ცხომელიძემ დატოვა.
ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„გავათავისუფლე ჩემი 'სწენკა' ნიუსრუმში. 13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.
ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან - გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე. სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა „რუსთავი 2“-ს გამოცდილებისათვის.
პირველად ცხოვრებაში, წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები. ერთი ვიცი - ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ...“-წერს ცხომელიძე.