გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი მარგველაშვილი ლევან ბერძენიშვილს: სანამ ახალგაზრდებს განათლების კერაზე ეტყვით არ აშენდებაო, სულ ცოტა, პასუხისმგებლობა იგრძენით და ამბავი მოიკითხეთ

1-08-2019

"როცა ახალგაზრდები ნდობას გიცხადებენ და მათ წინაშე ურცხვად იტყუები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ აშენდებაო, სულ ცოტა იმდენი პასუხისმგებლობა უნდა გაგაჩნდეს, როგორც პოლიტიკოსს და უფროსი თაობის წარმომადგენელს, შეგნებული ტყუილით თავი არ შეირცხვინო ახალგაზრდების წინაშე" , - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშილი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქუთაისი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ აშენდება და საქართველოს ასეთი უნივერსიტეტი არ სჭირდება.

მარგველაშვილის თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და იგი მშენებლობა არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ფონდი "ქართუდან" ფინანსდება.

,,როცა ახალგაზრდები ნდობას გიცხადებენ და მათ წინაშე ურცხვად იტყუები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ აშენდებაო, სულ ცოტა იმდენი პასუხისმგებლობა უნდა გაგაჩნდეს, როგორც პოლიტიკოსს და უფროსი თაობის წარმომადგენელს, შეგნებული ტყუილით თავი არ შეირცხვინო ახალგაზრდების წინაშე. იქნებ გამოგესეირნათ "ურწმუნო თომებს" ქუთაისისკენ და გპირდებით, პირადად გაგიწევდით მასპინძლობას და გადათვალიერებინებდით სამშენებლო სამუშაოებს. დარწმუნებული ვარ, თქვენც კი აღფრთოვანებული დარჩებით. თქვენგან განახვავებით, ჩვენს ახალგაზრდებს, ყველას ვისაც ჩვენი ქვეყნის სიკეთე ახარებს, დავაიმედებ და თამამად ვეტყვი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი უკვე შენდება და დარწმუნებული იყავით იმ მისიას შეასრულებს, რაც თავის დროზე გელათისა და იყალთოს აკადემიამ შეასრულა. ის განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იქნება მთელ რეგიონში. უნივერსიტეტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობა არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ფონდი "ქართუდან" ფინანსდება. ამიტომ, ბატონო ლევან, სანამ ახალგაზრდებს განათლების კერაზე ეტყვით არ აშენდებაო და არც გვჭირდებაო, სულ ცოტა, პასუხისმგებლობა იგრძენით და ამბავი მოიკითხეთ. საქმეს გაგიიოლებთ, შეგიძლიათ სატელევიზიო სიუჟეტს მაინც დაუთმოთ რამდენიმე წუთი და გაეცნოთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს. სამწუხაროდ, რატომღაც მგონია, რომ ეს თქვენ და თქვენნაირებს მაინცდამაინც არ გაგახარებთ, სამწუხაროდ. მადლობა ღმერთს არ დაგეკითხნენ უნივერსიტეტის ბედს”, - აცხადებს გენადი მარგველაშილი.




https://www.imedi.ge/ge/video/39940/qutaisis-teqnologiuri-universiteti--teritoria-romelits-chaobtan-asotsirdeboda-male-evropuli-standartis-saganmanatleblo-habi-gakhdeba?fbclid=IwAR1E-exq9yyTLNYC9tjxE45UqCyPSXo4exwIcW0ElLtRLirtrchsxmyozfs

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031