1-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე.ს.-მ მიმდინარე წლის 28 ივლისს, ოჯახური კონფლიქტის დროს, მეუღლეს - 1969 წელს დაბადებულ მ.ო.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად დაზარალებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ წარსულში აღნიშნული პირების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი არ ფიქსირდება.
გამოძიება მეუღლის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.