1-08-2019
"როდესაც რეფორმებს ატარებს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მანამდე სხვანაირად მოქმედებდა, ის უშვებს უამრავ გადაცდომას , შეიძლება ჩაიდინოს დანაშაულიც" , - ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიას მიერ დასმულ შეკითხვის, ციხეში ადამიანების წამებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„როდესაც ხდება რეფორმა, რატომ არის რეფომები ყოველთვის რისკის შემცველი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. რეფორმების მთავარი პრობლემა არის რჩება ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, და მეორე მხრივ, როდესაც რეფორმებს ატარებს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მანამდე სხვანაირად მოქმედებდა და არ იყო მზად ამის ჩასატარებლად, ბუნებრივია, ის უშვებს უამრავ შეცდომას; მათ შორის, უამრავ გადაცდომას და მათ შორის შეიძლება ჩაიდინოს დანაშაულიც. ის, რომ პოლიციამ შეიძლება ჩაიდინოს ძალადობა, ამისგან დაზღვეული არც ერთი პოლიცია არ არის. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე იმისთვის, რომ შემდეგ ამის შედეგებისთან ებრძოლა”, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.