1-08-2019
„ევოლუშენ გეიმინგში” გაფიცვა ხვალ, 15:00 საათზე მასშტაბური აქციით განახლდება. აქციას პროფკავშირების გაერთიანება და მისი დარგობრივი ორგანიზაციები უერთდებიან.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნები უცვლელია, ამ დრომდე კომპანია უარს აცხადებს დასაქმებულებთან მოლაპარაკებებზე. მოთხოვნები ასეთია : - ხელფასის მატება 50%-ით - გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა - გარანტია, რომ გაფიცვაში მონაწილე არცერთი დასაქმებულის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება.
აქცია კომპანიის შენობის წინ გაიმართება.(მექანიზაციის ქუჩა 1, ნაძალადევი)
,,Evolution Gaming” შვედური კომპანიაა, რომელიც B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს სთავაზობს. ის წარმოდგენილია მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ხოლო საქართველოში 2000 მდე დასაქმებილი ჰყავს.