2-08-2019
სტრასბურგის სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმე მდიდარმა აზერბაიჯანელმა და პოსტსაბჭოთა მოსამართლეებმა განიხილეს,- ამის შესახებ ,,რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს.
მისი თქმით, ზვიად კუპრავა სტრასბურგში საქმეს აუცილებლად მოიგებს, თუ იგი არ განიხილა იმავე სექციამ, რომელმაც ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.
“აუცილებლად მოიგებს კუპრავა და ნამდვილად პრეცენდენტული გახდება ეს საქმე მთელი ევროპის მასშტაბით, თუ იგივე სექციამ არ განიხილა , მდიდარმა აზებაიჯანელმა და სხვა პოსტ საბჭოთა მოსამართლეებით, რომლმაც “რუსთავი 2” -ის საქმე”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.