2-08-2019
„მავანნი კვლავ ცდილობენ სახელმწიფოს ისტერიულ რელსებზე გადართვას, რომ ვიყოთ სულ განცდაში, სულ რაღაც საშიშის მოლოდინში. ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ ქვეყნის გარკვეული ტერიტორიები ოკუპირებულია, არ ვდაობთ, რომ გამოწვევებია ჩვენს წინაშე. ასევე არ ვდაობთ, ჩვენი სამშობლო ჩვენი საპატრონოა, ჩვენი განსავითარებელი და ჩვენი შესანარჩუნებელი, ის მშვიდობა, რომელიც ჩვენი შვილების მომავალია” - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მავანნი ცდილობენ გაურკვეველი დაპირისპირებების არეალში გადავიდეთ.
„როდესაც ვსაუბრობთ 2008 წელზე, ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ნებისმიერი ასეთი დაპირისპირების და საომარი მოქმედების დროს, ქვეყნის გენოფონდის საუკეთესო ნაწილი მიდის. ჩვენ თუ დავაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც იქ მიმდინარეობდა, აღმოვაჩენთ, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები და სამხრედროები, შემართებული ახალგაზრდები წავიდნენ. რატომ? იმიტომ რომ მათ აღასრულეს ყველაზე დიდი - სიკდილით სიკვდილს აჯობეს. მაგრამ რეალურად, ჩვენ თითოეული მსხვერპლი ისეთი ძვირად დაგვიჯდა. ეს ყველაფერი კი წავიდა იმისკენ, რომ ბოლოს, ადამიანის ფსიქიკურ ზემოქმედებაზე აღმოაჩინეს და გაატარეს მოდელირებული ქრონიკა. ეს კიდევ ტრაგედია იყო. ჩვენ მივდივართ რეალური შეფასებისკენ. ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ კონკრეტულ ქმედებებს - კონკრეტულ შეფასებებს არ ვაძლევთ, ან ვაგვიანებთ”,- განაცხადა კობა კობალაძემ.