გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: ბოლო წლების ანალიზი ადასტურებს, რომ აჟიოტაჟური განწყობების დროს, ლარის კურსის გადახრა რეალური მაჩვენებლიდან 10-15 თეთრის ფარგლებშიც კი მერყეობს

2-08-2019

სავსებით სწორია საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ ლარის კურსი გაუფასურების შემდეგ დასტაბილურებისაკენ მიდის, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, ლარი ზემდეტად იყო გაუფასურებული, - ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკიტთხებში გიორგი ცუცქირიძე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, რასაც ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ, 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენის შედეგად, რაც გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ნეგატიურ მოლოდინებში აისახა .

,,ლარი ეძებს, ახალი წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს, რაც თუნდაც ბოლო დღეებში იყო. ივნისის თვის 5 %-იანი ზრდა და ამ ზრდის ხელშემწყობი ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, იქნება ეს წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, აჩვენებდა რომ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, რასაც ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ, 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენის შედეგად, რაც გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ნეგატიურ მოლოდინებში აისახა . დიდწილად სწორედ ბაზარზე წარმოქმნილი ამ აჟიოტაჟურ ხასიათის შედეგი იყო ლარის კურსის აშკარად ზედმეტი გადახრა რეალური მაჩვენებლიდან; ბოლო წლების ანალიზიც ადასტურებს, რომ ამ ტიპის აჟიოტაჟური განწყობების დროს, გადახრა რეალური მაჩვენებლიდან 10-15 თეთრის ფარგლებშიც კი მერყეობს ხოლმე. შესაბამისად, სავსებით გმართლებული იყო სავალუტო ინტერვენცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ბაზრზე და ეს სავალუტო ინტერვენციამაც დაადასტურა, როცა საპროგნოზო 40 მილიონი აშშ დოლარის შეთავაზების ნაცვლად შესყიდვა, გაცილებით ნაკლებ თანხაზე 32 მილიონზე დაფიქსირდა”,- წერს გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბოლო 2 დღის მანძილზე ლარის გამყარების ტენდენცია, და ბოლო სავალუტო აუქციონის შედეგები არის იმის მანიშნებელი, რომ ლარი ეძებს ახალ წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930