გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

3-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ს. ყ. კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გ.ნ. არსებული ფინანსური უთანხმოების გამო თავს დაესხა ი.გ.-ს და სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც, თანმხლებ პირთან - ს.ყ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ნ. და ს.ყ. მომხდარიდან მალევე დააკავა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე , სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930