გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას ფონდ „ქართუს“გამგეობის თავმჯდომარე და სახელმწიფო რწმუნებული გაეცნენ

3-08-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილეებთან, ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა. ძეგლები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ალექსანდრე მოწერელიამ ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ტელეკომპანია „ფაზისის“, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობები დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საბავშვო ბიბლიოთეკისა და სამხატვრო სკოლის შენობებში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930