გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე, სადაც მომავალი თაობა გაიზრდება

3-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გლდანის მე-6 მიკრორაიონში განახლებული პარკი დაათვალიერა.

განხორციელებულ სამუშაოებს მთავრობის მეთაური დედაქალაქის მერთან ერთად გაეცნო.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქალაქში მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე, როგორც მწვანე პოლიტიკის მთავარპრიორიტეტზე.

“თბილისის განვითარების პროგრამაზე მუშაობისას მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ვისმენდით თქვენგან, თბილისელებისგან, იყო მსგავსი მწვანე სივრცეების შექმნა, რაც ასე ძალიან გვაკლია ამ ლამაზ ქალაქში და ეს არის ჩვენი მწვანე პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე, სადაც მომავალი თაობა გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, ეს ლამაზი სკვერი გახდება თითოეული თქვენგანისთვის დაჩვენი ბავშვებისთვის უსაყვარლესი ადგილი. აქ ნახავთ ყველაფერს, სპორტული მოედნებიდან დაწყებული, სპეციალური სივრცეებით დამთავრებულიჩვენი ბავშვებისთვის - ყველაზე ძვირფასისთვის, რაც გაგვაჩნია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ დედაქალაქის მერსა და მის გუნდა განხორციელებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მოქალეებს განახლებული სარეკრეაციო სივრცის გახსნა მიულოცა.

პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვოატრაქციონებს.

6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი, სკვერის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა კირქვით, მოეწყო საველოსიპედო ბილიკები.

პარკის გახსნასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის კონცერტიც გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930