გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კიევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

3-08-2019

კიევში დაკავებულ 119 არალეგალ მიგრანტს შორის ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ხუთივე მოქალაქე ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს და მათ დეპორტაცია არ შეხებიათ. ხუთივე პირს განესაზღვრა ვადა, რათა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.


უკრაინაში 119 არალეგალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიამ ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც ცნობილია, არალეგალი მიგრანტები „ტროეშჩინას“ სახელით ცნობილ ბაზარში მუშაობდნენ.


უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930