გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება

3-08-2019

„ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ვინაიდან მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისთვის, ჩვენი ქვეყნის საერთო ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის,“-ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი ნებისმიერ შემთხვევაში.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება და ამას აქვს ორი შესაძლო გზა.

„იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, რომელსაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა მოიძიოს დაფინანსება, ან სახელმწიფოს მოუწევს პორტის აშენება და პარალელურად კერძო ინვესტორის მოძიება, ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს სურვილი ჰქონდეს სახელმწიფო პორტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930