გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: შეგახსენებთ რომ სწორედ მთავრობა იყო პორტის მშენებლობის ინიციატორი და 2014 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში

4-08-2019

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური, მათ შორის პოლიტიზებული დისკუსიისა, ყველას ერთი ინტერესი აქვს - აშენდეს პორტი.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, ფერხდება თუ არ ფერხდება პროექტი ან ემუქრება თუ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პროექტის განხორციელებას, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი არის ერთი - ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ის აუცილებლად აშენდება. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დისკუსია, ზოგჯერ სპეკულაციაც და ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ, თითქოს მთავრობას არ სურს პორტის მშენებლობა, არასწორია. შეგახსენებთ რომ სწორედ მთავრობა იყო პორტის მშენებლობის ინიციატორი და 2014 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს თავის ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებს.

კონსორციუმს უკვე გადაეცა დაახლოებით 60 მილიონ ლარად კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტირება, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო სავარაუდოდ ნოემბერში მშენებლობა დაიწყება. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საგზაო ინფრასტრუქტურა პორტის ამოქმედებამდე 6 თვით ადრე და ამ ვალდებულებას სახელმწიფო ვადაში შეასრულებს. მეტიც, მთავრობა დათანხმდა დამატებით გარანტიებსაც და თანახმაა გადაუხადოს ინვესტორს კომპენსაცია, თუკი დააგვიანებს გზის ინფრასტრუქტურის ნაწილში აღებულ ვალდებულებას. მაია ცქიტიშვილმა, ასევე განმარტა, რომ 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი კონსორციუმზე გაიცემა მას მერე, რაც კონსორციუმი მოახერხებს 520 მილიონი დოლარის მობილიზებას და ამ ვალდებულებასაც სახელმწიფო ჯეროვნად შეასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930