გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი: კონსორციუმის ვალდებულება იყო, დამატებით მოეზიდა თავად კონსორციუმის მიერ განსაზღვრული, პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო თანხა - 520 მილიონი

4-08-2019

„მთავრობას კონსორციუმისთვის არ უთქვამს, რომ მას უნდა მოეზიდა თანხა უშუალოდ ამ ოთხი ბანკისგან. კონსორციუმის ვალდებულება იყო დამატებით მოეზიდა, თავად კონსორციუმის მიერ განსაზღვრული, პირველი ფაზის მშენებლობისთის საჭირო თანხა - 520 მილიონი. მას შეეძლო საკუთარი ფული შემოეტანა პორტის მშენებლობისთვის", -  ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა ანაკლიის პორტის ასაშენებლად დაფინანსების მოძიების სხვა ალტერნატივა, გარდა იმ 4 მსხვილი ბანკისა, რომლებთანაც კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებას. 

„თქვენ იცით, რომ კონსორციუმში არის 4 დამფუძნებელი, მათ შორის, თანაბარ პროცენტებს ფლობს ქართველი და უცხოელი ინვესტორი - ამერიკული კომპანია „კონტი“ და სწორედ კონტის დიდი სამშენებლო გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც შეძლო კონსორციუმმა ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადალახვა. შესაბამისად, პორტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საკუთარი დაფინანსებით, როგორც ამ კონსორციუმს, ისე სხვას", - ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

მაია ცქიტიშვილი აღნიოშნავს, რომ ანაკლიის პორტის მსგავსი დიდი პროექტების დაფინანსებისას, სესხის აღება არის ბუნებრივი და მიღებული ფორმა და ბანკები, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სესხის გამოყოფაზე ელაპარაკება, სწორედ ის ბანკები არიან, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.


„ის, რომ კონსორციუმმა მიმართა ამ 4 ბანკს იყო ბუნებრივი, თუმცა იყო მათი გადაწყვეტილება და ეს არ ყოფილა მთავრობის მითითება. პირიქით, მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ დაეხმარა ამ ბანკებთან ურთიერთობაში, რაც მათ გამოხატეს სურვილი მათგან დაფინანსების მოზიდვის", - ამბობს ვიცე-პრემიერი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930