გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცქიტიშვილი: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ბუნებრივია, ვერ იქნება კარგი ანაკლიის პორტის პროექტისთვის

4-08-2019

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ბუნებრივია ვერ იქნება კარგი ანაკლიის პორტის პროექტისთვის, თუმცა ის არ ეთანხმება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, როცა სწორედ მიმდინარე გამოძიებით ცდილობს პროექტის დაბრკოლებების მიზეზის ახსნას.

„პროკურატურის თემა კარგი ვერ იქნება პროექტისთვის. არაფერი კარგი ამაში არ არის მაგრამ, როცა კონსორციუმი ამით ცდილობს პროექტის დაბრკოლების მიზეზების ახსნას, ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. პროექტის პრობლემბი არ წარმოიშვა 2019 წლის იანვარში, ჩვენ 2018 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ვითარების წინაშე, როდესაც არათუ გადავადება გახდა საჭირო, არამედ ისეთი პრინციპულად ახალი და მნიშვნელოვანი პირობა იყო წაყენებული ბანკების მხრიდან, როგორიცაა კომერციული რისკების დაზღვევა, ისეთი ტიპის გარანტიების გაცემა, რომელზეც სახელმწიფო ვერ დათანხმდებოდა. ამიტომ, ეს საკითხი პროკურატურის ძიებასთან დაკავშირებული არ არის. ისევე როგორც იმ 120 მილიონის მოძიება, რომელიც დამფძნებელების საკუთარი შენატანია პროექტში", - აცხადებს ვიცე-პრემიერი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031