გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: მიუხედავა იმისა, რომ ანაკლიის პორტის შემთხვევაში წავედით სრულად კერძო პორტის გზით, პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობა საკმაოდ დიდია

4-08-2019

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობს არ შექმნას სახელმწიფო საწარმოები და ანაკლიის პორტის პროექტი პრაქტიკულად სრულად კერძო პროექტია, სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტში მაინც საკმაოდ დიდია. 

„საერთაშორისო პრაქტიკით, არსებობენ სრულად კერძო პორტები, სრულად სახელმწიფო პორტები და არსებობენ შერეული მოდელები, როდესაც სახელმწიფო ფლობს სრულ საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო მის კომერციას მართავს კერძო ინვესტორის მეშვეობით. მიუხედავა იმისა, რომ ანაკლიის პორტის შემთხვევაში, წავედით სრულად კერძო პორტის გზით, პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობა საკმაოდ დიდია. თუ პირველი ფაზისთვის ინვესტორის ვალდებულება 520 მილიონი დოლარის მოზიდვაა, სახელმწიფოს ჯამური ინვესტიცია პროექტში შეადგენს 100 მილიონ დოლარს დამატებული გზა და რკინიგზა, რომელზეც დაახლოებით 330 მილიონი ლარი დაიხარჯება და ამას დამატებული უკვე დახარჯული 60 მილიონი ლარი. გამოდის, რომ პროექტში სახელმწიფოს ინვესტიცია უკვე 250 მილიონი დოლარია და ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აქვს პორტის მხოლოდ 1 ოქროს აქცია, მისი ინტერესი კი მხოლოდ ქვეყნის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ანაკლიის პორტის არსებობაა. ამდენად, სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტში პრაქტიკულად 30%-ს აღემატება. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო ამ პროცესში არ მონაწილეობს”, - აღნიშნავს ვიცე-პრემიერი. 

მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფოს მიერ პროექტის რისკების დაზღვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ პორეტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო სახელმწიფომ, ე. წ. პოლიტიკური რისკების გარდა, აიღო ვალდებულება აუნაზღაუროს ბანკებს სესხი, თუ საკანონმდებლო ცვლილებები შეამცირებენ პორტის შემოსავლებს. 

„შესაბამისად, როდესაც კონსოფრციუმი და მისი დამფუძნებლები საუბრობენ იმაზე რომ სახელმწიფო ასეთი ტიპის პროექტებში გარკვეული რისკები უნდა გაინაწილოს, გიდასტურებთ, რომ ამ პროექტში სახელმწიფო ამ რისკებს ამ ფორმით ინაწილებს და ეს არ არის ჩვეული პრაქტიკა ანუ პრაქტიკა, რომელიც გვაქსვ სხვა ინვესტორებთან მიმართებაში", - ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930