4-08-2019
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კომერციული რიეკების გარანტიის ნაწილში მთავრობის პოზიცია ცნობილია, როგორც კონსორციუმისთვის, ისე ბანკებისთვის. მოლაპარაკებების მეორე რაუნდისას მთავრობამ მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდაც განაცხადა. „სახელმწიფო ვერ გახდება ასეთი სახის რისკების გარანტორი. ეს აღღვევს კერძო ინვესტიციაში სახელმწიფოს მონაწილეობის ზოგად და ფუნდამენტურ პრინციპს,-“ ამბობს ვიცე-პრემიერი.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი 100%-ით კომერციული პროექტია. სახელმწიფოს აქვს მხოლოდ 1 ოქროს აქცია, რომელიც ხელშეკრულების პირობების დაცვის მექანიზმია და არა შემოსავლის მიღების წყარო. ამ მოცემულობაში კი, კომეტრიული რისკების გარანტიის გარდა, მოთხოვნილია 400 მილიონიანი სესხის უზრუნველყოფაც, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ კონსორციუმი ვერ მოახერხებს 400 მილიონის სრულად გასტურმებას, ეს უნდა შეძლოს მთავრობამ.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული ტენდერის შედეგად გამოვლენილ კონკრეტულ ინვესტორთან არსებულ ურთუერთობაზე, რომელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც ჩვენ ისედაც საკმარისი ცვლილებები შევიტანეთ. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს კერძო ინვესტორის სრული კომერციული რისკები, ეს არღვევს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას, არამედ სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის ინტერესების ფუნდამენტურად გაგებას. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ კერძო ინვესტორზე, რომელმაც უნდა მიიღოს პორტის ოპერირებიდან სრული შემოსავალი, მოგება. ინვესტორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების მოზიდვა, მთელი პორტის ფუნქციონირება, მან უნდა მიიღოს სესხი, მაგრამ ამ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში პასუხიმგებელი იყოს სახელმწიფო ანუ ეს ხომ ხომ ნიშნავს იმას, რომ სესხს იღებს სახელმწიფო", - ამბობს მაია ცქიტიშვილი.