გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ყვარელში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

4-08-2019

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვლა „ფორდში“ მჯდომი ქალი, 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.


ექიმის თქმით, მამაკაცს სხვადასხვა სახის ტრამვები აღენიშნება და მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.


მომხდარზე გამოძიება 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.



https://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930