გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უსინათლო სიმამრის ცემაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5-08-2019

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დ.მ.დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, ქურდობისთვის ნასამართლევმა დ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, უსინათლო მეუღლის მამას - ს.ძ.-ს, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ საწოლიდან გადმოაგდო, სახისა და სხეულის სხვადასხვაარეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა დ.მ. 2018 წლის 23 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით(ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930