გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ჩაჩავა: ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი

5-08-2019

„ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“ - განაცხადა „სექტორი 3“ -ის დამფუძნებელმა ქეთევან ჩაჩავამ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს 

„ისეთი კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, უამრავს საკითხს გულისხმობს და სამუშაო რეჟიმიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინკლუზიური პროცესი. ამ პროცესში იქნება ბევრი აზრთა სხვაობაც. რა თქმა უნდა, ამ პროცესში იქნება ბევრი აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა მთლიანობაში ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“ - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ასევე, პროექტის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930