5-08-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დაბა კიკეთის და ბეთანიის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, ქოშიგორის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა ფშაველას VI კვარტლის, აკაკი გელოვანის, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, ყურაშვილის, ნოზაძის, სარიშვილის, უდაბნოს მონასტრის, აკაკი ბაქრაძის, ჩაჩავას, ხახულის, გრიგოლ ფერაძის, მაღლაკელიძის, პეტრე ქავთარაძის, ხელაშვილის, გვიმრაძის, ენუქიძის და სოლოღაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, სოფელ დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, იუმაშევის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ელიას მთის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II, IIა მიკორორაიონების, ალადაშვილის, ერევნის, ხეივნის, დმანისის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.