გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ტურისტთა რაოდენობის ზრდის ტემპის შემცირება იწვევს შემოსავლების კლებას, რაც ყველაზე მწვავედ ისახება მოსახლეობაზე

5-08-2019

ტურისტთა რაოდენობის ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება, სამწუხაროდ, აისახება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს იყო უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპი, რომლითაც ხასიათდებოდა ტურიზმის სექტორი.

„დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ გვაქვს ზრდის ტემპის შემცირება და ტურისტული ვიზიტების ჯამური ზრდა მხოლოდ 1%_ს შეადგენს, რაც წინა თვეების ინერციის დამსახურებაა. იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი გვქონოდა 20% მაინც, როგორი გათვლაც გვქონდა, რადგანაც ივლისიდან იწყებოდა პიკური სეზონი, ამის ნაცვლად, მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია აჭარაში, სადაც ვიზუალურადაც მკაფიოდ ჩანს ტურისტის შემცირება. აჭარაში ივნისთან შედარებით ივლისში ექვსჯერ შემცირდა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი, ეს განსაკუთრებით რუსეთიდან ჩამოსულ ვიზიტორებს დაეტყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს შემცირება იწვევს შემოსავლების კლებას, რაც ყველაზე მწვავედ ისახება მოსახლეობაზე. დაკარგული შემოსავლები ქმნის ნეგატიურ მოლოდინს და ეს აისახება მთლიანად სექტორზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930