გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრისტოფერ პინჩერი: საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას ვაგრძელებთ

6-08-2019

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კრისტოფერ პინჩერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარს, ტვიტერის გვერდზე ეხმაურება.

„დღეს ძალიან პოზიტიური საუბარი მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დამედასტურებინა, რომ გაერთიანებულიო სამეფო კვლავაც მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ჩვენი მიზანია, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება“-ნათქვამია კრისტოფერ პინჩერის განცხადებაში. 

2019 წლის 5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კრისტოფერ პინჩერთან. მინისტრმა კრისტოფერ პინჩერს მიულოცა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნვა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930