7-08-2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ორი პირის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ჩადენაში ბრალდებული კ.ხ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თბილისში კ.ხ. ძალადობისა და მუქარის გამოყენებით ორი ქალის გაუპატიურებას შეეცადა. იგი ჯერ ლ.მ.-ს დაესხა თავს, კისერზე მოუჭირა ხელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მის გაუპატიურებას შეეცადა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
აღნიშნულის შემდეგ, კ.ხ. იგივე განზრახვით ნ.შ.-ს დაესხა თავს. ყელზე მოუჭირა ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა გამწვანების ზოლში, ყელზე მიაბჯინა დაუდგენელი საგანი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარება მოითხოვა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა კ.ხ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის 1-ლინაწილით (გაუპატიურების მცდელობა; 2 ეპიზოდი) წარუდგინა. კ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.