გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილმა 2008 წელს ღრმა ჭრილობა მიაყენა საკუთარ საზოგადოებას და ქვეყანას, რაც დღემდე არ არის მოშუშებული

7-08-2019

სააკაშვილმა 2008 წელს ღრმა ჭრილობა მიაყენა საკუთარ საზოგადოებას და ქვეყანას, რაც დღემდე არ არის მოშუშებული - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ, დაღუპული და დაჭრილი სამხედროები მიატოვა და თვითონ რიგი ედგა წითელ ხიდზე გასასვლელად. 

„ამ დროს ადამიანებს ომის თემაზე ცენზურა დაუწესეს, მხოლოდ უნდა ეზეიმათ, თითქოს რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და მსოფლიოს მისი ზრახვები და ქმედებები დაანახეს, თითქოს სააკაშვილი იწყებს რუსეთის შინაარსობრივ განწყობაზე ისტორიის ფურცლების წერას. რუსეთი დიდი ხანია იმპერიალისტური ზრახვებით ცნობილია მსოფლიოში.” - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, უნდა ვაღიაროთ ის, რაც რეალურად იყო და ამ აღიარებაში ტალიავინის დასკვნა მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

„მიხეილ სააკაშვილმა სირაქლემას პოზიციაში ჩააყენა საკუთარი საზოგადოება, როდესაც ამ თემაზე საუბარზე ცენზი დაუწესა. ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ტალიავინის დოკუმენტით ხელმძღვანელობს. გარე სამყარო იყო ადეკვატური, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ ამას მოსდევს ორი ვალდებულება: ერთი - სიმართლის აღიარების და მეორე - გააზრებული პოლიტიკა, რაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში ჯდება და არა ერთი პანიკური მხოლოდ პიარზე მორგებული და მხოლოდ საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის გამყარების მიზნით წარმოებული პოლიტიკა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930