გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: წაგებული ომის თემას ტაბუ დაადეს და ხალხს მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს

7-08-2019

„საქართველომ არათუ ამოისუნთქა, ლამის სუნთქვა გააჩერა. ეს ამოსუნთქვა იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის, რამეთუ გაყალბებული არჩევნების ფონზე, მათ ლეგიტიმაცია ჰქონდათ დაბალი და ეს ვითარება მათთვის ნამდვილად იყო დამატებითი სუნთქვის საშუალება და ეს მათ გამოიყენეს - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე შოთა უტიაშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებებს.

ხუნდაძე პარალელს ავლებს 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან.

„თუ პარალელს გავავლებთ, რუსეთის (მხრიდან???) საფრთხეები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად ხელისუფლების დაბრუნების თუ ხელისუფლების გამყარების. მაშინ ჯარს პრაქტიკულად შემოუძღვნენ და ლეგიტიმაცია თავისთავად აიწია. ახლა ასევე იყო მოთხოვნა, სანქციების გზით მათ ისევ წარმოეჩინათ წინა პლანზე რუსეთის საფრთხე და გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. ამავე დროს, მაშინაც ტაბუ დაადეს თემას, და წაგებული ომის და ასეთი დიდი მსხვერპლის ფონზე - ტერიტორიული თუ ადამიანური - მხოლოდ ზეიმის უფლება მისცეს ქართველ ხალხს. ეს არის მათი დამოკიდებულება, და არამხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ საზოგადოების დაკვირვებითაც. მაშინ იყო დაბალი ლეგიტიმაცია, წამოწიეს ასეთი გაუაზრებელი, თუარა მოღალატეობრივი ქმედებით. 20-21 ივნისის ღამესაც აბსოლუტურად იგივე მცდელობა ჰქონდათ. მაშინ პირდაპირი იარაღით, დღეს სანქციებით - რუსეთს ისევ თავისი ზრახვები გაეტარებინა და ამ ფონზე გადამრჩენლად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსულიყო" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930