გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

7-08-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლებს, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, თენგიზ ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას რუსთაველის გამზირის, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, ევროპის მოედნის, მეტეხის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, ისანის, შირაქის, გიორგი ლასხიშვილის, ჩეხოვის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, დუტუ მეგრელის, ათონელის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ლაზოს ჩიხის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე მუხიანის II და III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 15 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 13 საათამდე აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 16 საათამდე მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 14 საათამდე ცოტნე დადიანის, ალილუევის, ხიმშიაშვილის და ვახტანგ მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
„თელასის“ ინფორმაციითვე, 06 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღომი VII დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის, გელოვანის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, პეტრიწის და ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930