გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: აგვისტოს ომში მთავარი დამნაშავე რუსეთია, თუმცა საბაბის მიმცემი ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილია

7-08-2019

“მაშინდელი ხელისუფლება საკმაოდ უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს და არ გამოიყენა არანაირი საერთაშორისო მექანიზმი ამ საფრთხისა და ომის ასაცილებლად”, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და თანაც არა 11 წლის, არამედ კიდევ უფრო დიდი ხნის წინ, 2008 წელს ომის საბაბი მაშინდელი ხელისუფლების არასწორი და პროვოკაციული ქმედებები იყო.

“ვინ დაიწყო ომი? რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ომი 11 წლის წინ არ დაწყებულა. უფრო ადრე, წინა საუკუნეებიდან მოდის ეს დიდი ისტორიაა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმცა რა უძღოდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს წინ, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ. აქ აღსანიშნავი არის ის არასწორი, პროვოკაციული ქმედებები, რასაც ატარებდა მაშინდელი ხელისუფლება – საომარი ვითარებიდან დაწყებული, ასევე, აღსანიშნავი არის, რომ ერთგვარი ნორმალიზაცია, რაც მიმდინარეობდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ნელ-ნელა დაძაბულობის კერად იქცეოდა იქეიდან გამომდინარე, რომ მაშინდელი ხელისუფლება საკმაოდ უპასუხისმგებლოდ და პროვოკაციულად აკეთებდა ყველაფერს – ფაქტობრივად, საფრთხის ქვეშ აყენებდა ამ ნორმალიზაციის სიტუაციასა და ურთიერთობების დათბობას.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც უძღოდა ამ მოვლენებს არის ის, რომ, 7 ნოემბრის აქციების შემდეგ, როდესაც ოპოზიცია საკმაოდ გააქტიურდა, სააკაშვილის პოლიტიკური ველი საკმაოდ შეირყა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით 5 იანვრის არჩევნების შემდეგ, როცა მან არჩევნების გზით შეძლო და მიიტაცა ხელისუფლება, მან ხრიკსაც მიმართა და ომი მათ შორის არის ერთ-ერთი საინტერესო საშუალება, შეიძლება ითქვას. მას აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ ამ საფრთხის წინაშე არ დაეყენებინა ქვეყანა და არავითარი საბაბი მიეცა რუსეთის ფედერაციისათვის იმ ქმედებების განსახორციელებლად, რაც განხორციელდა.

საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ, მაგრამ ამ სურათმა კიდევ გამოკვეთა რამდენიმე საინტერესო მომენტი. პირველი, ეს გახლავთ ის, რის დავიწყებაც არ შეიძლება გმირების, ჯარისკაცებისა და ოფიცრების სახით. უამრავი მაგალითი გვახსოვს აგვისტოს ომის დროს, თუ როგორ გამოიჩინეს თავი და გმირულად გასცეს პასუხი რუსულ აგრესიას თავიანთი პროფესიონალიზმის ხარჯზე. მეორე მხრივ, გვაქვს სხვა შედეგი – მსხვერპლად შეწირული სამოქალაქო საზოგადოება, კერძოდ, დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, გორის მოსახლეობა – მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა იმ მოქმედებების მსხვერპლი”, – განაცხადა ექსპერტმა.

ლევან ნიკოლეიშვილის აზრით, მაშინდელი ხელისუფლების დანაშაული არის ის, რომ კონფლიქტის ესკალაციის პირობებში მშვიდობიანი მოსახლეობის დროული ევაკუაცია არ განახორციელეს.

მისივე შეფასებით, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის, ლომაიას განცხადება, რომ ქართული ჯარი უახლოვდება ჯარას, იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი რუსეთისთვის, რამაც აიძულა ის ,კვლავ გაეახლებინა საბრძოლო მოქმედებები.

“ასევე, გამოჩნდა შემდეგი სურათი, ლაჩარი და მოღალატე მაშინდელი ხელისუფლება, რომელმაც ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა და დანაშული ტოლფასი, რაც მათ ჩაიდინეს გახლდათ ის, რომ არ განახორციელეს მოსახლეობის დროული ევაკუაცია; მით უმეტეს, ჰქონდათ ამის შესაძლო პირობები. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის ფედერაციამ თავის დროზე მოახდინა ცხინვალიდან მოსახლეობის გაყვანა, რაც ნიშნავს, რომ ომის ესკალაცია გრძელდებოდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გაეყვანა ომის შესაძლო მოქმედებების თეატრიდან.

გარდა ამისა, გვახსოვს მათი უპასუხისმგებლო მოქმედება ცხედრებთან მიმართებით, როდესაც ქართველი სამხედროების ცხედრები უპატრონოდ, მიტოვებულად იყვნენ საბრძოლო მოქმედებების ადგილზე. არავინ იქნებოდა მათი პატრონი, რომ არა საპატრიარქო და რამდენიმე მღვდელმსახურის უშუალო დამსახურება.

გვახსოვს, ასევე, რამდენიმე კრიტიკული შეცდომა საომარი მოქმედებების დროს, როდესაც სამოქალაქო პირების მხრიდან ხდებოდა სარწმუნოების მოქმედებებში ჩარევა. კერძოდ, სამოქალაქო პირები, პოლიტიკოსები აქტიურობდნენ სხვადასხვა გეგმის შეცვლაში. ამას გარდა, აკეთებდნენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. გვახსოვს ერთ-ერთი საინტერესო მომენტი, როდესაც სააკაშვილმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ზუსტად ნახევარ საათში მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, ბატონი ლომაია გამობრძანდა და განაცხადა, რომ ქართული ჯარები უახლოვდებიან ჯარას, ხდება გარკვეული გადაჯგუფება და ამან ბიძგი მისცა რუსეთს, კვლავ გაეახლებინა საბრძოლო მოქმედებები. ამის შემდეგ რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მაშინდელი ხელისუფლება საკმაოდ უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა ამ საკითხს. არ გამოიყენა არანაირი საერთაშორისო მექანიზმი ამ საფრთხისა და ომის ასაცილებლად.

იყო თუ არა საფრთხისა და ომის აცილების რაიმე პატარა შანსი და ვარიანტი, ამაზე თუკი ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იყო. გვახსოვს, ასევე, რეინტეგრაციის მაშინდელი მინისტრის გამოსვლა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ელაპარაკოს პოპოვს, რატომ უნდა ელაპარაკოს სამშვიდობო ძალების რუსულ ხელმძღვანელობას და ა.შ.”, – თქვა ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტი აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომში მთავარი დამნაშავე არის რუსეთი, თუმცა საბაბის მიმცემი არა ქვეყანა, არამედ ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი იყო.

“ჩვენ უნდა აგვეცილებინა საფრთხე ყველა იმ მექანიზმისა და საშუალებების გამოყენებით, რაც კი არსებობდა ჩვენს ხელთ. სამწუხაროდ, ამ მხრივ არაფერი გაკეთდა. არ ჩავრიეთ გაერო, არ ჩავრიეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. უფრო მეტიც, პარტნიორი ქვეყნები გვაფრთხილებდნენ, რომ ამ საფრთხეში ჩვენ არ შევსულიყავით, სააკაშვილი კი ამას უგულებელყოფდა”, – თქვა ნიკოლეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930