გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

7-08-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა ალექსანდრე ჯანჯღავამ, საამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების’’ შენობა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაციის დაწყება სექტემბრის თვეშია დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახების, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის, ეზოს კეთილმოწყობისა და სხვა სამუშაოების განხორციელება.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც, ნორჩ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. 

დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო(DRC) ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930