გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მსოფლიო ბანკი: ბიტკოინის წარმოებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

20-02-2018

საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ამ ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე საქართველოში კრიპტოვალუტებისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები, მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.  

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში ამ ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ.

მსოფლიო ბანკის მისია სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში გამართავს შეხვედრებს, სადაც blockchain-ის ტექნოლოგიები არის დანერგილი.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძეც მონაწილეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031