გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩემ მიერ გამოქვეყნებულ ცხრამეტპუნქტიან პოსტში 14 პუნქტი "ნაცმოძრაობის" დანაშაულებებს ეხება

9-08-2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების დამამტკიცებელი დოკუმენტები წარადგინდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები გააკრიტიკა. 

„კითხვის ხშირი დასმა, თუ ვინ დაიწყო ომი, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ემსახურება მიზანს, რომ ამ კითხვის იქით აღარ უნდა გახვიდეთ, რადგან ამის იქით ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი მოქმედებებია. ეს მათ, რა თქმა უნდა, არ აწყობთ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ფრაქციის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მის მიერ გამოქვეყნებულ 19-პუნქტიან პოსტზე, სადაც მისივე ინფორმაციით, 14 პუნქტი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულს ეხება. „ისეთ ქმედებებს კი არა, რომელიც მაგათ თარგმანში, პოლიტიკურ მესიჯებში, სპეკულაციებსა და ტყუილებში თითქოს ჰააგაში დაგვაზიანებს. რაღაც მტკიცებულებების წარდგენით, ICJ-სა და ICC-ის ან ვერ არჩევენ ერთმანეთისგან ან შეგნებულად ატყუებენ ისევ ხალხს. 

საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო - ICJ არის საერთაშორისო მასობრივი სასამართლო, სადაც დღეს განხილვა არ მიმდინარეობს. ხოლო ICC არის სისხლისსამართლებრივ საქმეთა საერთაშორისო სასამართლო - ადგილი, სადაც მიმდინარეობს განხილვა და სადაც მტკიცებულება რა არის და რომელი მხრიდანაა დადგენილი, არავინ იცის. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ისეთ მარტივ ტყუილებს ლაპარაკობენ, ეტყობა, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. 

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მის მიერ გამოქვეყნებულ ცხრამეტპუნქტიან პოსტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ არის მასში ნახსენები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. „რუსეთს რომ ოკუპანტად და მტრად მოვიხსენიებ, განა ის პუტინი არ არის? ხვალ პუტინს ვახსენებ და რუსეთს ვიგულისხმებ. ამ პრიმიტიული არგუმენტებით დევნა, უკვე სასაცილოა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძემ მიმოიხილა, რა ხდებოდა ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის“ ომამდელ პერიოდში არამართებული ქმედებების საილუსტრაციოდ მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულება #296-ზე.

„პრეზიდენტის ბრძანებულებაში წერია: შეიქმნას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. აქ აღნიშნულია ადმინისტრაციის საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ, ანუ კიდევ ერთხელ დაადგინეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ტერმინი „ყოფილი“ მათ პირველად მოიხსენიეს მას შემდეგ, რაც დაგვიპყრო რუსეთმა. მე-19 საუკუნის ბოლოს რუსებმა ეს ტერმინი უბრალოდ ახსენეს და ოფიციალურ დოკუმენტში 1922 წელს მოიხსენიეს პირველად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930