გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Microsoft-ის ექსპერტი: ვმუშაობთ ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახულ ინოვაციურ ცვლილებაზე

9-08-2019

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ახლო მომავალში ქართული ენის ინტეგრირებასთან დაკავშირებით, Microsoft-ის ექსპერტი განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩი აცხადებს, რომ ის რაც სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ინერგება, ქართული განათლების სისტემისთვის ეს იქნება აქამდე არნახული ინოვაციური ცვლილება.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვმუშაობ საქართველოში განათლების სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, მათ შორის, ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე სამომავლო წვდომის პროექტზე. ეს იქნება ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახული ინოვაციური ცვლილება. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტელექტუალურ ზრდასა და განვითარებას.” - განაცხადა ოლივერ ზოფიჩიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930