9-08-2019
მე გახლდით მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრი, ძალიან კარგად მახსოვს ის დღეები. 9 აგვისტოც კარგად მახსოვს, როდესაც რუსთაველის 8 ნომერში ჩვენ უცბად მოგვიწვიეს და გაიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. მივიღეთ ის დადგენილება, რითაც სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება სააკაშვილს მიერ დავაკანონეთ ჩვენი დადგენილებით,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია ,, იმედის „ ეთერში განაცხადა.
,,ეს არ არის ცალკე გაკეთებული თემა და გადაბმული მრავალ პროცესთან. როგორ მიდიოდა სააკაშვილი ამ პროცესამდე, როგორ მიყავდა მას ქვეყანა უფსკრულისკენ. მანამდე იყო ფართომასშტაბიანი გამოსვლები, მიდიოდა იმჟამინდელი ოპოზიციის სრული განადგურება და მარგინალიზაცია, რამაც მას სრული კარტბლანში მისცა ამ უბედურებისკენ, რომ კარგად ხელი ეკრა ქვეყნისთვის. შემდეგ იყო ის რაც მოხდა, რუსული ინტერვენცია, საშინელი ტრაგედია, ოკუპაცია იმ ტერიტორიების და ძირძველი ქართული მიწების, მიტოვება კოდორის ხეობის, რომელსაც მანამდე სააკაშვილმა ზემო აფხაზეთი დაარქვა. გაიხსენეთ, 2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელსაც მე დ ბევრმა იმჟამინდელმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ჩვენ მაშინ მიხეილ სააკაშვილს ვუმტკიცებდით, როცა აღადგინეს ქვეყნისთვის გაუქმებული სამხრეთ ოსეთი ს ოლქი, იქ ჩაატარეს ძალადობრივი არჩევნები, ქართველებს ხმა მიაცემინეს გაურკვეველი ტიპებისთვის, ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ. იქ შექმნეს ადმინისტრაცია, რომელსაც მრავალმილიონიანი დაფინანსება ჰქონდა.
ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს და იმჟამინდელ ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებდათ ადამინების ბედი და ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ტყავის გადასარჩენად, შემდეგ კი შექმნეს დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ვითომდა მათ ჩამორეცხა ყველა ის კატასტროფა, რაც აგვისტოს დღეებში ჩაიდინეს.
,,სად იყო სამობილიზაციო გეგმა , როგორ მიატოვეს რეზერვისტები მიატოვეს უპატრონოდ. ეს ხალხი ბეწვზეა გადარჩენილი რომ იქ ათობით და ასობით რეზერვისტი არ დაიღუპა, რომლებიც გორში საზარბაზნე ხორცად ჩატოვეს. არაფერი ამ ქვეყანში თურმე ა რ მოქმედებდა. როგორ მიატოვეს ახალგორი და კოდორის ხეობა. არავინ არ გააფრთხილეს, რომ მოდიოდნენ სეპარატისტები და რუსები და ბოლოს რეაქციები გამარჯვების, ყოვლად წარმოუდგენელი. სიხარულით ამცნეს ქვეყანას - რუსის ტანკმა ორჭოსანთან აუხვია. ამ უპასუხისმგებლო ადამინებს საერთოდ არ ანაღვლებდათ ადამინების ბედი, ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ტყავის გადასარჩენად, შემდეგ კი შექმნეს დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ვითომდა მათ ჩამორეცხა ყველა ის კატასტროფა, რაც აგვისტოს დღეებში ჩაიდინეს“,- განაცხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს მტერია, მაგრამ მტრები არიან ეს ადამინებიც, რომლებმაც უბედურება მოუტანეს ამ ქვეყანს.
,, ვაშლის და ატმის პლანტაციებიდან გამორბოდნენ ადამიანები სამაჩაბლოდან, ფრონეს ხეობიდან და ახალგორიდან. სად იყვნენ მაშინ ეს ადმიანები, სად იყო მთავარსარდალი? გორის შტაბში იყვნენ გამაგრებულები, გაბაშვილი, უგულავა და ა.შ. მათ მიატოვეს ბრძოლოს ველი, გამოიქცნენ იქიდან და შემდეგ მძღოლებად მოევლინენ რუს გენერლებს, ზუგდიდსა და გორში, ეს შერაცხეს გმირობად. აკრძალეს ამ თემებზე საუბარი. აუკრძალეს იმჟამინდელ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, იმიტომ რომ წმინდა ძროხა მიხეილ სააკაშვილი, როგორმე არ გაფუჭებულიყო. სიმბოლურია, რომ დღეს ვალერი გელაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა და ეს ადმიანი არის კრიმინალი, განსასჯელი და ის ციხეში უნდა იჯდეს ბარამიძესთან და მისნაირებთან ერთად“,- ამბობს გია ცაგარეიშვილი