გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

9-08-2019

შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგმა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა. 
პროექტი ,,ჩართულობითი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ პროგრამის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობის“ ფარგლებში, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

შეხვედრას, რომელიც შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალში შედგა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია, საკრებულოს წევრები, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, შესაბამისი სამსახურებისა და შშმ პირებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასოციაციის მენეჯერმა ანჟელა ხუხუამ 1999 წლიდან დღემდე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები მიმოიხილა.

პრეზენტატორმა რუსლან საჯაიამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე, ხაზი გაუსვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
განმახორცილებელი პარტნიორებია - World Vision საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი ცაბუნია ვართაგავა სამუშაო შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.

„აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის, ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რაც, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე, ძლიერ სამოქალაქო სექტორს მოიცავს“-აცხადებენ მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930