გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო ცინცაძე აგვისტოს ომზე : ეს ომი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ომად და ამ ომში დამნაშავე მთავარსარდალია

9-08-2019

ეს ომი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ომად, ამ ომში დამნაშავე მთავარსარდალია“- ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე 2008 წლის აგვისტოს ომს.

„საქართველოს ბევრი ომი წაუგია, ბევრი მოუგია გამარჯვებული ყოფილა, წაგებული ყოფილა, მაგრამ ეს ომი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ომად, რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ ერთი კაცი მხედართმთავარი არ ვარგოდა?! მთავარსარდალი არ ვარგოდა?! მთავარსარდალს სულ სხვა როლი უკავია დღეს, თუმცა რასაკვირველია ლომის წილი დამნაშავე ის არის. ჩვენ გვქონდა ამის ფუფუნება, საღი აზრის და იმდორინდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით? არა, არ გვქონდა. - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი იხსენებს „მაშინდელი ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ კოკოევის“, პირდაპირ ჩართვას რუსეთის ერთერთ არხზე, სადაც ის ყვირის - „სად არის დაპირებული დახმარება, თქვენ ხომ დაგვპირდით დახმარებას?

„მე მახსოვს მაშინ, რუსეთის ერთ-ერთ არხზე პირდაპირი ჩართვა იყო, მაშინდელი ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი კოკოევი, რომ გარბოდა და გაცოფებული ბღაოდა - „სად არის დაპირებული დახმარება, თქვენ ხომ დაგვპირდით დახმარებას? ესე იგი ის პირდაპირ ამბობდა, რომ მაშინ რუსეთისგან ჰქონდა გარანტია, აი შენ პროვოცირებას მოახდენ, დაიწყებ ქართული სოფლების დაბობმბვას, ჩვენ ვიცნობთ საააკაშვილს, ის იმპულსური ადამიანია, ვერ მოითმენს,. გარდა მაგისა, იქ მოსახლეობა ჩამოვა და მართლაც ასე იყო” - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მისი თქმით, შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს მაშინ ქართული სოფლებიდან აქ ჩამოსულები, როდესაც ისინი დახმარებას და შველას ითხოვდნენ.

„ამ დროს რა იყო, რუსული პროპაგანდა, მოხდა პროვოკაციაზე წამოგება. დავანებოთ თავი ამას, მაგრამ ამ დროს ეს წრთვნები რომ იყო. მე, ვსვამ კითხვას - სად იყო ჩვენი საგარეო დაზვერვა? თუ იყო, მაშინ რატომ არ გადადგა? სად იყო ჩვენი საელჩო მოსკოვში? ელჩი გვყავდა მაშინ ჩვენ მოსკოვში. სად იყო რუსული გრუს ქართული ანალოგი? ჩვენ გვყავდა სამხედრო დაზვერვა ცალკე, გენშტაბის დაზვერვა ცალკე და ეს დაზვერვა კიდევ ცალკე“ - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930