გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნიკა გვარამია პროკურატურას: არ გადავიხდი არანაირ გირაოს, არანაირი შინაპატიმრობა, არ დავემორჩილები თქვენს აღკვეთის ღონისძიებას, დავარღვევ ყველაფერს

9-08-2019

ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში, გაქვთ ორი არჩევანი ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა, - მიმართა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურას.


„ არ მოგცემთ შესაძლებლობას, არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ - ვერ და დაბალს - არ. არანირი შინაპატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები,დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა, სადაც მას ბრალის დადგენილებას გააცნობენ.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930