გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: არჩილ თალაკვაძე იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფთან ერთად შევიდა ოკუპირებულ სოფლებში

11-08-2019

"მე ვიყავი მაშინ საქართველოს სახალხო დამცველი, ვეხმარებოდი მათ(არასამთავრობოებს) ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც იმ პერიოდში დაიდო, იყო არჩილ თალაკვაძის მოხსენება, რეპორტი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფთან ერთად შევიდა ოკუპირებულ სოფლებში.


მაშინ ოკუპირებული იყო გორიც და გორსა და ცხინვალს შორის მდებარე ტერიტორია და თითოეული დამწვარი სახლი, თოთოეული იქ დარჩენილი ადამიანი მოინახულა, აღწერა და ეს რეპორტები ყველაფერი დევს ჰააგის სასამართლოში", - ასე ეხმიანება გადაცემა " პირისპირში" ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის როლს, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდა.


" მიდის გამოძიება საერთაშორისო დონეზე. ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში არის საქმე და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე საქართველო მოიგებს ამ საჩივარს და ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არის ჩვენი მხრიდან წარდგენილი, სწორედ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ საერთოდ გააქრო, ქვეყანაში არ იყო ეს მტკიცებულებები და უზარმაზარი ძალისხმევა დაგვჭირდა რომ ეს მტკიცებულებები დაგვებრუნებინ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


სოზარ სუბარის განცხადებით, რუსეთის მხარე იყო შოკში.


" პირდაპირ ვიტყვი - რუსეთის მხარე იყო შოკში, როდესაც ეს მტკიცებულებები მათ დავუდეთ. და მეორე, ჰააგის სასამართლო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელშიც საჩივარი შეიტანა არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მე ვიყავი მაშინ საქართველოს სახალხო დამცველი, ვეხმარებოდი მათ ამ მტკიცებულებების მოგროვებაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც იმ პერიოდში დაიდო, იყო არჩილ თალაკვაძის მოხსენება, რეპორტი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ ოკუპირებული იყო გორიც და გორსა და ცხვინვალს შორის მდებარე ტერიტორია და თითოეული დამწვარი სახლი, თოთოეული იქ დარჩენილი ადამიანი მოინახულა, აღწერა და ეს რეპორტები ყველაფერი დევს ჰააგის სასამართლოში", -განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930