გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოს ძლიერება არის მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის დროს ვართ ერთ მუშტად შეკრულნი და სიხარულის დროს ერთმანეთს ვუზიარებთ ამ განცდას

11-08-2019

"საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია, საუკუნეების ვანმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლოს", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ მუსლიმ მრევლს.

მთავრობის მეთაურმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალწლიან ტრადიციას საქართველოში.

“საქართველოს ძლიერება არის მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის დროს ვართ ერთ მუშტად შეკრულნი და სიხარულის დროს ერთმანეთს ვუზიარებთ ამ განცდას. ჩვენი ვალდებულებაა, ეს ტრადიციები გადავცეთ მომავალ თაობებს. ყურბან ბაირამი იმედის, სიყვარულის და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაულია. ჩემთვის უდიდესი პატივია მოგილოცოთ ეს დღესასწაული. სასიხარულოა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ამ დღესასწაულს აღნინავენ სხვადასხვა ქვეყნისელჩები და მინდა მათ მივულოცო. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ერთიან და ძლიერ საქართველოში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

თბილისის ჯუმა მეჩეთში ღონისძიებას სასულიერო პირები, დიპლომატები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930