გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი ვიზალიბერალიზაციაზე: აუცილებელია, მოქალაქეებს კარგად ავუხსნათ, რომ აუცილებელია დაემორჩილონ რეგულაციებს, რომლებიც შეთანხმებითაა გათვალისწინებული

20-02-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში და რა პირობებით შეუძლიათ „შენგენის“ წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დარჩენა.
საქმე ეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო საფრთხეს, რომლის აღმოსაფხვრელად მთავრობა კომპლექსური რეგულაციების განხორციელებას გეგმავს, რის მიხედვითაც პიროვნებას გვარის შეცვლა აღარ შეეძლება. 
„აუცილებელია, რომ მოქალაქეებს კარგად ავუხსნათ და მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუცილებელია დაემორჩილონ იმ წესებსა და რეგულაციებს, რომელიც არის შეთანხმებით გათვალისწინებული და არ დაარღვიონ გაწერილი წესები. ეს უმეტესად შეეეხება ნებართვას და დროის ხანგრძლივობას, თუ რამდენი ხანი უნდა დარჩნენ პირები ტერიტორიაზე. სწორედ ეს სტრატეგიული კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რომ მოსახეობას სწორად მიეწოდოს ინფორმაცია“- განაცხადა კელიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930