გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა სალია: „რუსთავი 2“-ის სავალალო ფინანსური მდგომარეობა ჩვენი აზრით გვარამიას მიზანმიმართული ქმედებებითაა გამოწვეული

12-08-2019

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, მიუხედავად 70 მილიონამდე დავალიანებისა, ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და გაკოტრების რეჟიმში არ გადავა მაშინაც კი, თუ ქიბარ ხალვაში მას ვერ გაყიდის.

„გაყიდვის გადაწყვეტილებამდე კი ქიბარ ხალვაში მიიყვანა კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი აზრით კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგადაა გამოწვეული. 

ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მოსაზრება და მტკიცებულებები. საბოლოოდ, ჩვენ პოზიცია ჩამოგვიყალიბდება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ, რომელიც კომპანიაში უნდა განხორციელდეს. 

თუმცა, დღეის მდგომარეობით, პარალელურად, ვახორციელებთ ყველა მოქმედებას რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობა რომ ის იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ, ეს არ მოხდება და „რუსთავი2" არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ გაყიდვის გადაწყვეტილება,"-განაცხადა პაატა სალიამ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა კომპანიის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ დღეს განაცხადა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930