12-08-2019
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ერთდერთი ვისაც ქიბარ ხალვაში ტელევიზიას არ მიჰყიდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის შესყიდვის პირობებს და ფასს, სალიას თქმით, მისთვის უცნობია კონკრეტულად რა თანხას მოითხოვს ქიბარ ხალვაში, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელი მზად არის ნებისმიერ ბიზნესმენთან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ასევე, სალიას თქმით, მისთვის უცნობია დაინტერესებულია თუ არა ტელეკომპანიის შეძენით ბიძინა ივანიშვილი.
"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაინტერესების თაობაზე ჩემთვის უცნობია. ქიბარ ხალვაშმა ერთი პირი დაასახელა, ვისაც ტელეკომპანიას არ მიჰყიდის. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს პოტენციურ მყიდველად, ვიმეორებ - მიხეილ სააკაშვილის გარდა"-განაცხადა სალიამ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა კომპანიის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ დღეს განაცხადა.