გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“-ის ადგილი კორპუსების სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევა

12-08-2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოქმედ დირექტორს, პაატა სალიას აკრიტიკებს და მას „სამარცხვინო დირექტორს“ და „ჩვარს“ უწოდებს.

„ეს ჩვარი რომ „რუსთავი 2“-ის ბოლო დირექტორია ეს არიას სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოგვიწყო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის ადგილი კორპუსების სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევა.

„პაატა სალიამ ახლა ვისაც გინდა იმას მიმართოს, შემდგარი ისტორიული ფაქტია, რომ პაატა სალია არის „რუსთავი 2“-ის დირექტორი, რომლის ხელშიც ეს კომპანია გაიყიდება და გახდება კორპუსების სამშენებლო პოლიგონი“, - განაცხადა გვარამიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930