12-08-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე კი ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
13 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას იყალთოს მთის, იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებ, 11 საათიდან 17 საათამდე ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, თოფურიძეს, ვალენტინის, მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურის და ალილუევის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 13 საათიდან 15 საათამდე სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლები.