გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაიკო მაჩაბელი ნიკა გვარამიას: ახლა შენ აღმოჩნდი იმ მოსამართლესთან პირისპირ, ვინც შენი ახირებით ჩემი შვილი გაასამართლა

12-08-2019

„ბრალდებულო ნიკა გვარამია, შენ იგივე მოსამართლესთან აღმოჩნდი პირისპირ, ვინც შენი ახირებით, ჩემი შვილი გაასამართლა“,- ხელოვნებათმცოდნე მაიკო მაჩაბელი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს.

„ნ ი კ ა გ ვ ა რ ა მ ი ა ს !!!

ბრალდებულო ნიკა გვარამია, ახლა, როცა შენ გასამართლებენ და იგივე მოსამართლესთან აღმოჩნდი პირისპირ, ვისთანაც, შარშან, რწმენისა და ტრადიციების დამცველი შვიდი ახალგაზრდის, მათ შორის, ჩემი შვილის გასამართლება მიმდინარეობდა შენი ნება-ახირებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა შვილმა და მისმა მეგობრებმა ბოდიშის მოხდა მოგთხოვეს სრულიად საქართველოს წინაშე, თქვენი ტელეეთერიდან მართლმადიდებელთა შეურაცხყოფისათვის და მერე, თქვენგან პროვოცირებისას მომხდარი შეკამათების დროს ჩვენ ბიჭებს დააბრალე, ვითომ მოგივარდნენ და გაგინეს, სინამდვილეში მშვიდობიანად მოვიდნენ და ამის გამო დააჭერინე, თან ქილიკობდი, ხომ დავიჭირეთ და ჩავყარეთ ციხეში მართლმადიდებლობის დამცველი დამნაშავეებიო, გახსოვს?! მაშინ ჩვენი ბიჭების მიმართ აღძრეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, მერე კი, ისევ თქვენი დამსახურებით, გადააკვალიფიცირეს სისხლის სამართლის საქმედ, რაც, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ყველა დოკუმენტაცია ამას ადასტურებს! სამი თვით, სრულიად უდანაშაულო ბიჭებს ციხეში უკრეს თავი თქვენი ყალბი და ცილისმწამებლური ჩვენებებითა და მოთხოვნებით, რითაც, შვიდივე ბიჭის ოჯახები სიკვდილის პირად მოგვიყვანეთ, სასიკვდილო შიმშილობით ვაპროტესტებდით ჩვენ გარეთ და ჩვენი შვილები ციხის კედლებში მათ უსამართლო დატუსაღებას, სასწრაფოები არ წყდებოდა ჩვენს ირგვლივ, ვიხოცებოდიიით! ყველასათვის ცნობილია, მთელი საქართველო გვიცხადებდა სოლიდარობას, მთელი მსოფლიოდან გვიგზავნიდნენ მხარდამჭერ წერილებს ჩვენი ემიგრანტები... მადლობა უფალს, საგანგებო შეხვედრა მოგვიწყო ჩვენმა მადლმოსილმა პატრიარქმა, დაგვამშვიდა დედები და დაგვილოცა ჩვენი უსამართლოდ დაპატიმრებული ბიჭები, იმავდროულად, ჩვენი პოლიტიკოსებისაგან მივიღეთ მხარდაჭერა და შუამდგომლობები, რათა მიგვეღწია სამართლიანობამდე და ეს შენგან მოწყობილი ჯოჯოხეთი, როგორც იქნა, ღვთის ნებითა და მთელი საქართველოს თანადგომით, სამ თვეში დასრულდა!

ახლა თუ ამბობ, რომ არ შეიძლება სამოქალაქო სამართლის საქმე შეჩხირო სისხლის სამართლის საქმეში და კიდევ, იმასაც აცხადებ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ვითომდა, სასამართლო ავგიას თავლააო, შარშან რას ფიქრობდი, როცა, სრულიად უსამართლოდ, გინების გამო გამოაკეტინე ჩვენი ბიჭები სამი თვით ციხეში, შენ, რომელიც ბოლო თვეებია, ტელეეთერიდან, გამუდმებით გვაგინებდი უშვერი სიტყვებით მთელ საქართველოს, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სისტემურ ცოდვებზე, რომლის დროსაც, საპასუხისმგებლო პოსტებს იკავებდი. თუმცა, ახლა სულ სხვა რამეს გედავებიან, როგორც კანონთან შეუსაბამობაში მყოფ ბრალდებულს...

ღმერთმა იცის და ნებისმიერი ჩემიანი დამიდასტურებს, რომ არასოდეს არავისთვის ვყოფილვარ ავისმოსურნე, პირიქით, სულ იმას ვნატრობ, ყოველმა ადამიანმა მიაღწიოს იმ ნიშნულამდე, რომ სამართლიანი და ჰუმანური ცხოვრებით ეზიაროს ბედნიერებას...

სამართალი ურმით დადისო, უთქვამთ...“, - წერს სოციალურ ქსელში მაიკო მაჩაბელი.


Read more at https://www.primetime.ge/news/1565598228-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930